Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოლოცკი. ტურჩინოვმა მის ნაცვლად დანიშნა ირინა ვერიგინა. ქალაქ ლუგანსკს უკვე რამდენიმე კვირაა აკონტროლებენა რუსეთის მომხრე სეპარატისტები, რომლებიც აპირებენ 11 მაისს რეფერენდუმის ჩატარებას ისევე, როგორც დონეცკში. ტურჩინოვმა დღეს გამოთქვა მზადყოფნა, მოლაპარაკება გამართოს აღომსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG