Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში გეგმაზე ადრე დაიწყო ე.წ. რეფერენდუმი


დონეცკში სეპარატისტებმა გეგმაზე ადრე დაიწყეს აღმოსავლეთ უკრაინის ამ ოლქის სტატუსზე რეფერენდუმის ჩატარება. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომან ლიაგინმა შაბათს უთხრა ჟურნალისტებს, რომ 11 მაისისთვის დანიშნული რეფერენდუმი ერთი დღით ადრე დაიწყო, „ვითარების გამწვავებასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარებას პარასკევს შეუდგნენ ქალაქ მარიუპოლში, რეგიონში პოლიტიკური ვითარების შესაძლო ესკალაციის გამო. უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქალაქ სლავიანსკთან დაკავებულია შეიარაღებული პირების ჯგუფი, რომელსაც გადაჰქონდა უკვე შევსებული ბიულეტენებით სავსე ყუთები რეფერენდუმზე კენჭისყრისათვის. ამოღებული ბიულეტენების საერთო რაოდენობა 100 ათას ერთეულს აღემატება. ყველა ბიულეტენზე მონიშნული იყო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პასუხი.
XS
SM
MD
LG