Accessibility links

logo-print

ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს


ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი

ტელეკომპანია "რუსთვის 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს. ეროსი კიწმარიშვილი 10 მაისს რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა პარტია „ჩვენი საქართველოს“ წარმომადგენელმა. „გარდა იმისა, რომ მერად ვიყრი კენჭს, მე და ჩემი მეგობრები ვგეგმავთ საკრებულოში მოსვლას, რათა ერთიანი ძალით, რუსთავს და რუსთაველებს დავუბრუნოთ წარმატებული ქალაქი", – განაცხადა მან. რადიო თავისუფლების კითხვაზე, ვის გულისხმობს მეგობრებში, პირველ რიგში, მათ შორის, ვინც კენჭს იყრის საკრებულოში? კიწმარიშვილმა უპასუხა, მათი ვინაობა იქნება რუსთაველებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი, რომელსაც უახლოეს დღეებში გავახმოვანებთო. 1964 წელს დაბადებული, განათლებით ექიმი ეროსი კიწმარიშვილი რუსთაველია. მან 20 წლის წინ რუსთავში დააფუძნა, ტელეკომპანია "რუსთავი 2". იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და რუსეთში საქართველოს ელჩი.
XS
SM
MD
LG