Accessibility links

logo-print

ეუთო უკრაინაში სეპარატისტებს მოუწოდებს, უარი თქვან რეფერენდუმზე


ეუთო უკრაინაში სეპარატისტებს მოუწოდებს, უარი თქვან რეფერენდუმების ჩატარებაზე. რუსეთის მომხრე სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ატარებენ რეფერენდუმებს თვითგამორკვევის საკითხზე. ეუთოს განცხადებაში, რომელიც 10 მაისს გავრცელდა, ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რანკო კრივოკაპიჩი „აბსურდულს“ უწოდებს იდეას, რომ შესაძლებელია ამ ე.წ. რეფერენდუმების პირობებში თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრის გამართვა. კრივოკაპიჩი აღნიშნავს, რომ ე.წ. რეფერენდუმების მაგივრად, უკრაინაში ყველას ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG