Accessibility links

logo-print

საქართველოს პროკურატურა: ფარული მიყურადების სპეციალური ტექნიკის ნაწილი დაკარგულია


საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკის ნაწილი დაკარგულია და ამ ტექნიკით სავარაუდოდ სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები. პროკურატურა ამ ინფორმაციის გავრცელებით გამოეხმაურა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას 9 მაისის განცხადებას, რომ გაასაჯაროებს მოქმედ მაღალჩინოსანთა პირადი საუბრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს. მანამდე სამი დღით ადრე, 6 მაისს „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში ფარულად ჩაწერილი მასალები მიიღო ინფორმატორისგან, რომელიც შსს-ს წარმომადგენელია. პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება მათ შორის მასმედიის საშუალებით წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.
XS
SM
MD
LG