Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რეფერენდუმები ტარდება


აღმოსავლეთ უკრაინის ორი პროვინციის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმებში ბევრი ამომრჩეველი მონაწილეობს. როგორც თვითმხილველები ადასტურებენ, 11 მაისს ქალაქ დონეცკში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იდგა. უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა დაგმეს პრორუსული ორიენტაციის საპარატისტების მიერ ორგანიზებული რეფერენდუმები და უკანონოდ გამოაცხადეს ისინი. გასულ თვეში სეპარატისტთა ლიდერებმა ამ ორ რეგიონში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება, „სახალხო რესპუბლიკები“ გამოაცხადეს. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომან ლიაგინმა განაცხადა, რომ აღინიშნება ამომრჩეველთა ძალზე დიდი აქტიურობა. თუმცა პრორუსული მედიის თანახმად, ამომრჩეველთა აქტიურობა ორ რეგიონში, რომლის საერთო მოსახლეობა 6,5 მილიონი ადამიანია, დაბალი იყო.
XS
SM
MD
LG