Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


ლიტვაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, გაიმარჯვებს სახელმწიფოს მოქმედი მეთაური დალია გრიბაუსკაიტე. ის 2004 წლიდან უდგას სათავეში ევროპის კომისიას საბიუჯეტო და საფინანსო დაგეგმვის საკითხებში. საარჩევნო კამპანიის დროს გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის გაჩენისა და რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში მზად არის, იარაღით ხელში დაიცვას საკუთარი ქვეყანა. დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის პრეზიდენტის პოსტი 2009 წლიდან უკავია.
XS
SM
MD
LG