Accessibility links

logo-print

კიევი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რეფერენდუმებს მოსკოვის მიერ მოწყობილ „კრიმინალურ ფარსს“ უწოდებს


უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინის ორ პრორუსულ რეგიონში რეფერენდუმებს მოსკოვის მიერ მოწყობილ „კრიმინალურ ფარსს“ უწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, კენჭისყრა კრემლის მიერ იყო „ინსპირირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული“. მაგრამ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმებში ბევრი ამომრჩეველი მონაწილეობს. გასულ თვეში სეპარატისტთა ლიდერებმა ამ ორ რეგიონში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება, „სახალხო რესპუბლიკები“ გამოაცხადეს. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომან ლიაგინმა განაცხადა, რომ აღინიშნება ამომრჩეველთა ძალზე დიდი აქტიურობა. თუმცა პრორუსული მედიის თანახმად, ამომრჩეველთა აქტიურობა ორ რეგიონში, რომლის საერთო მოსახლეობა 6,5 მილიონი ადამიანია, დაბალი იყო.
XS
SM
MD
LG