Accessibility links

logo-print

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში დასრულდა კენჭისყრა


ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში დასრულდა კენჭისყრა. როგორც ვარაუდობენ, გაიმარჯვებს სახელმწიფოს მოქმედი მეთაური დალია გრიბაუსკაიტე. მისი მთავარი მეტოქეები არიან შრომის პარტიის თავმჯდომარე არტურას პაულაუსკასი და ევროპარლამენტის წევრი, სოციალ-დემოკრატი ზიგმანტას ბალჩიტისი. თუკი პირველ ტურში გრიბაუსკაიტე ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, 25 მაისს არჩვენების მეორე ტური გაიმართება. გრიბაუსკაიტეს რეიტინგი გაიზარდა მას მერე, რაც მან მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთი ყირიმის ოკუპაციისთვის.
XS
SM
MD
LG