Accessibility links

logo-print

უკრაინელ სეპარატისტთა თანახმად, რეფერენდუმში თითქმის 90%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას


აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას რეფერენდუმში, რომელსაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოების უმრავლესობა უკანონოდ მიიჩნევს. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, რომან ლიაგინმა თქვა, რომ რეგიონის დაახლოებით სამი მილიონი ამომრჩევლის დაახლოებით 75%-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. დამოუკიდებელ მეთვალყურეთა არაარსებობის გამო ამ მონაცემების შემოწმება შეუძლებელია. დონეცკის ოლქის გარდა რეფერენდუმი გაიმართა ლუგანსკის ოლქში.
XS
SM
MD
LG