Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის კრიზისზე


12 მაისს ბრიუსელში უკრაინის კრიზისზე სამსჯელოდ იკრიბებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი, სავარაუდოდ, მიიღებენ გადაწყვეტილებას ზოგიერთი კომპანიის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაიოლდეს იმ კომპანიების ქონების გაყინვა, რომლებმაც უკრაინაში კრიზისს შეუწყეს ხელი. პარალელურად, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე უკრაინას ეწვევა, იქ დროებით მთავრობას შეხვდება და 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყნის სტაბილიზაციის გზებზე იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG