Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო: საქართველომ უნდა გააუმჯობესოს სამართლის ადმინისტრირება და ტოლერანტობა


ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით საქართველოში „ყველაზე საგრძნობი გაუმჯობესება აღინიშნა ციხეებში არსებული პირობებისა და [პატიმრებთან] მოპყრობის თვალსაზრისით“ - უთხრა ადამიანის უფლებათა სფეროში ევროსაბჭოს კომისარმა, ნილს მუჟნიექსმა რადიო თავისუფლებას. ქართულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან დასძინა, რომ საქართველოს კვლავაც აქვს პრობლემები სამართლის ადმინისტრირებისა და უმცირესობების, განსაკუთრებით LGBTI პირთა უფლებების თვალსაზრისით. კომისარმა დღეს, სტრასბურგში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეყრდნობა მის მიერ საქართველოში მიმდინარე წლის 20-25 იანვრის ვიზიტის მსვლელობაში მოპოვებულ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG