Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი პატივს სცემს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის არჩევანს


კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება პატივს სცემს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის მიერ 11 მაისის რეფერენდუმზე გამოხატულ ნებას. რუსეთის პრეზიდეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია რომ ძალადობისა და დაშინების მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი ცივილიზებულად, კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების გზით წარიმართება და ადგილი არ ექნება ძალადობას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG