Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა ავღანეთის იუსტიციის დეპარტამენტზე მიიტანეს იერიში


ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, თალიბანის ჯგუფმა 12 მაისს იერიში მიიტანა იუსტიციის დეპარტამენტის შენობაზე ნანგარარის პროვინციაში. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში უშუალოდ შენობაში გრძელდება ბრძოლა უსაფრთხოების ძალებსა და ექსტრემისტებს შორის. ინფორმაცია არ არის ჯერჯერობით მსხვერპლის თაობაზე. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი რაკეტა ესროლეს 12 მაისს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს. ინცინდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
XS
SM
MD
LG