Accessibility links

logo-print

ალექსანდრე ჭიკაიძე: მოსასმენი აპარატურა მოდულის შენობიდან გაიტანეს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს". როგორც ჭიკაიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი უწყებიდან ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობამდე დაიკარგა. ჭიკაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, თუ სად იმყოფება აღნიშნული ტექნიკა. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.
XS
SM
MD
LG