Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ რეფერენდუმებს არავითარი სამართლებრივი შედეგი არ აქვს


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში 11 მაისს ჩატარებულ ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმებს არავითარი სამართლებრივი შედეგები არ ექნება. ლუგანსკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ხმა მისცა ამომრჩეველთა 96 %-მა, ხოლო დონეცკში 81%-მა დაუჭირა მხარი ოლქის სუვერენიტეტს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ლუგანსკსა და დონეცკში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს კომენტარი გაუკეთა დევნილობაში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. „დონბასის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა თვითგამორკვევის რეფერენდუმზე, რადგან უკრაინის მოსახლეობის მოთმინება უკვე ზღვარს მიუახლოვდა“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში, რომელიც „იტარ-ტასმა“ გაავრცელა. იანუკოვიჩმა კიევს მოუწოდა, შეწყვიტოს ანტიტერორისტული ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში.
XS
SM
MD
LG