Accessibility links

ფრანსუა ოლანდი: ჩემი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის და საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოწესრიგების ხელშეწყობას. ამის შესახებ ოლანდმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილხამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი ვიზიტი კავკასიაში არავის წინააღმდეგ არ არის ჩაფიქრებული. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ევროკავშირისა და დამოუკიდებელი პარტნიორების ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენ არ გვსურს, ერთ ქვეყანასთან სხვა რომელიმესთან თანამშრომლობაში შევუშალოთ ხელი“, - განაცხადა ბაქოში ფრანსუა ოლანდმა. 13 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება და საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება.
XS
SM
MD
LG