Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ხელისუფლებას „უუნარო“ უწოდა


პოლიტიკური კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას უუნარო უწოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობამდე გაუტანიათ. "სამარცხვინოა რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. დიდი ხანია ვამბობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად უუნარო და ამ ჩანაწერების ე.წ. სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა დღეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვეუბნება იმას, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" გვისმენს და არა დღევანდელი ხელისუფლება. მით უარესი ბატონებო, მით უარესი. არაფრის მაქნისები, უსუსურები, უცოდინარები ხართ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. უფრო ადრე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.
XS
SM
MD
LG