Accessibility links

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება


ლიტვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 45 %-მა მხარი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ დალია გუიბაუსკაიტეს დაუჭირა. მან საგრძნობლად ჩამოიტოვა მეტოქეები, შრომის პარტიის თავმჯდომარე არტურას პაულაუსკასი და ევროპარლამენტის წევრი, სოციალ-დემოკრატი ზიგმანტას ბალჩიტისი. თუმცა, რაკი გამარჯვებულმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა 50%-ზე მეტი, ამიტომ ლიტვაში 25 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. გრიბაუსკაიტე, რომელმაც 2009 წელს გაიმარჯვა არჩევნებში, პირველ ქალი პრეზიდენტია ლიტვის ისტორიაში. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა უკრაინის კრიზისის დროს რუსეთის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკის შედეგად.
XS
SM
MD
LG