Accessibility links

logo-print

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუმინეთს ეწვევა რუსი ოფიციალური პირის მუქარის შემდეგ


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში ეწვევა რუმინეთს, სადაც ის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ დაპატიჟა რუსეთის მუქარის შემცველი განცხადების შემდეგ. რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა შაბათს დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“, რომ შემდეგ ჯერზე, როცა რუმინეთს გადაუფრენს, ამას ბომბდამშენით გააკეთებს. ბუქარესტმა მოსკოვს სთხოვა განმარტება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, მან ბუქარესტში დაპატიჟა ბაიდენი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი. რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG