Accessibility links

ფრანსუა ოლანდი: ევროკავშირი მოახერხებს შეიმუშაოს "სპეციფიკური მოდელი სომხეთისთვის"


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება იმის მიუხედავად, რომ სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირში შესვლას გეგმავს. 12 მაისს, ერევანში ჩასვლის შემდეგ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოახერხებს შეიმუშაოს „სპეციფიკური მოდელი სომხეთისთვის“. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბრიუსელმა და ერევანმა ერთად უნდა იმუშაონ ასეთ სცენარზე. ფრანსუა ოლანდი ერევანში ბაქოდან ჩავიდა. აზერბაიჯანში ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ოლანდმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მისი ტურნეს მიზანი აზერბაჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო არსებული კონფლიქტისა და საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობაა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს“ ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და მათი კონფლიქტების ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას“. 13 მაისს ფრანსუა ოლანდი საქართველოს ეწვევა.
XS
SM
MD
LG