Accessibility links

"ამნესტი ინტერნეიშენალმა" დაიწყო გლობალური კამპანია "შეწყვიტე წამება"


„ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ წამება კვლავაც გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მიღებიდან 30 წლის შემდეგაც. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ წამოიწყო გლობალური კამპანია „შეწყვიტე წამება“. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებს „ორსახოვნებაში“ ადანაშაულებს. ორგანიზაცია თვლის, რომ ისინი „წამებას კანონით კრძალავენ, თუმცა მიმართავენ მას პრაქტიკაში“. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს უზბეკეთზე, სადაც ხშირად აწამებენ ადამიანებს, თუმცა დამნაშავეები იშვიათად აგებენ პასუხს. „ამნესტის“ განცხადებით, წამება ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ სხვა ქვეყანაშიც რჩება კორუმპირებული და ცუდად დაფინანსებული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ჩვენებებისა და აღიარების მიღწევის, აგრეთვე - ფულის გამოძალვის საშუალებად.
XS
SM
MD
LG