Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო უწყებამ გააკრიტიკა ევროკავშირის 12 მაისის გადაწყვეტილება


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ევროკავშირის საბჭოს 12 მაისის გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ „არ ებმის ამ ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას“ და დამაბნეველია. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში აღნიშნულია, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს „დონეცკისა და ლუგანკის ოლქების მოსახლეობის დეფერენდუმის“ შედეგებს და ხელი შეუწყოს დიალოგს კიევსა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ რეალობის მიუღებლობითა და „მახინჯი ანტირუსული სანქციების ლოგიკის“ გაგრძელებით ევროკავშირი მისი, როგორც პარტნიორის მიმართ ნდობის რღვევას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG