Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს


ისრაელში ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს, რომელიც დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებაში. საქმე ეხება პრემიერისთვის პატიმრობის შეფარდების ისრაელის ისტორიაში პირველ შემთხვევას. კორუფციის ბრალდება უკავშირდება უძრავ ქონებას, რომელზე გარიგებაც ოლმერტის თანდასწრებით გააფორმა იერუსალიმის მერმა. 68 წლის ოლმერტი უარყოფს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა. დაცვის მხარე აპირებს ვერდიქტის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას.
XS
SM
MD
LG