Accessibility links

logo-print

დღეს თბილისს ეწვევა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი


დღეს თბილისს ეწვევა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ფრანსუა ოლანდი პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს და მასთან ერთად დაესწრება საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვას. საღამოს 7-ის ნახევარზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. დღესვე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
XS
SM
MD
LG