Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისს ესტუმრება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე


დღეს თბილისს ესტუმრება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე. ორდღიანი ვიზიტისას ის საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებისას განიხილება საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და სტაბილურობის, უსაფრთხოების და ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. „ჰერმან ვან რუმპეს უკვე მეორე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს და პოლიტიკურ მხარდაჭერას“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე შედგება.
XS
SM
MD
LG