Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში იმართება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ ვენაში დაიწყეს მოლაპარაკების ახალი რაუნდი ირანის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკება დაიწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ და ირანის დელეგაციამ ვენაშივე დაასრულეს შეხვედრა ისე, რომ არ გაუკეთებიათ განცხადება ახალ ზომაზე ირანის ბირთვული პროგრამით დასავლეთის შეშფოთების გასანელებლად. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება, თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. სახელმწიფოების ექვსეულში, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, შედიან შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია.
XS
SM
MD
LG