Accessibility links

logo-print

ევროკავშირი მოლდავეთს სთავაზობს ასოცირების შეთანხმებაზე 27 ივნისს ხელმოწერას


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ მოლდავეთს შესთავაზა ასოცირების შეთანხმებაზე 27 ივნისს ხელმოწერა. ჩვენი რადიოს მოლდავური სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა კიშინიოვში, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრ იურიე ლეანკასთან შეხვედრისას. მოსალოდნელია, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერენ ევროკავშირის სამიტის დროს. 12 მაისს მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ განაცხადა, რომ ქვეყანა გამოიყენებს „სუვერენულ უფლებას“ და ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, უცხოეთიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად. ტიმოფტის არ დაუსახელებია რუსეთი, მაგრამ ცნობილია, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან მოლდავეთის ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მოლდავეთში ვიზიტის შემდეგ ორი დღით ეწვევა საქართველოს.
XS
SM
MD
LG