Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდი ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა მათზე აღმოსავლეთში მოწყობილი თავდასხმისას. სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ კრამატორსკთან რუსეთის მომხრე 30-მდე მეამბოხემ მოაწყო თავდასხმა დაჯავშნულ ავტომანქანებზე, ყუმბარმტყორცნებისა და ავტომატური იარაღის გამოყენებით. დაიჭრა რვა ჯარისკაცი. დონეცკის რეგიონში მდებარე კრამატორსკი არის ერთ-ერთი იმ ქალაქებიდან, რომლებზეც კონტროლი დაამყარეს რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა. დონეცკმა და მისმა მეზობელმა ლუგანსკის ოლქმა 12 მაისს უკრაინისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
XS
SM
MD
LG