Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ხედავს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ არსებობს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი. ამის შესახებ მან განაცხადა თბილისში, საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად. ოლანდი სამშაბათს, თბილისში ვიზიტით დაასრულებს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს. ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ღარიბაშვილმა საფრანგეთს უწოდა მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა თბილისში სტუმრობისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეწვია ორი მიზნით - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG