Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა


თუ უკრაინაში არჩევნები ვერ შედგება, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თემასაც შეეხო და თქვა, რომ 2008 წელს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება სრულად ვერ განხორციელდა. მან დასძინა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ აღსადგენია. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როცა რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა მიიღოს ტერიტორიული სარგებელი. ჩვენ სწორედ ამას ვგმობთ და ევროკავშირმა სწორედ ამიტომ სოლიდარობა გამოუცხადა ამ ქვეყანას. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ რაც უნდა მოხდეს, ჩატარდეს 25 მაისის არჩევნები, რომელმაც უკრაინაში უნდა მოიტანოს გარკვეული შედეგი – კანონიერება და ის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს არჩეული პრეზიდენტი. ფრანსუა ოლანდის შეფასებით, 25 მაისის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის. "შეიძლება ითქვას, რომ ის 100 პროცენტით ევროპული არჩევნებია", - დასძინა ფრანსუა ოლანდმა.
XS
SM
MD
LG