Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს არ სურს კვიპროსისთვის კომპენსაციის გადახდა


თურქეთი აცხადებს, რომ არ გადაუხდის კვიპროსს 90 მილიონ ევროს კომპენსაციის სახით, რაც ანკარას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დააკისრა 1974 წელს კუნძულზე შეჭრის გამო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავიდოღლუმ განაცხადა, რომ ვერ გადაუხდიან ქვეყანას კომპენსაციას, რომელსაც ის არ აღიარებს ოფიციალურად. კვიპროსი ორ ნაწილადაა გაყოფილი 1974 წლიდან, როცა თურქეთი იქ შეიჭრა კუნძულზე საბერძნეთთან შეერთების მომხრეებმა გადატრიალების შემდეგ. თურქეთმა კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი დამოუკიდებელად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG