Accessibility links

logo-print

166 ადამიანი ემსხვერპლა თურქეთის მაღაროში მომხდარ ავარიას


თურქეთის მთავრობის განცხადებით, სულ ცოტა 166 მაღაროელი დაიღუპა და 200 მიწისქვეშ დარჩა ქვეყნის დასავლეთში მდებარე მაღაროში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. აფეთქება მოხდა 13 მაისს სომის მაღაროს ენერგონაწილში. ელექტრომომარაგების შეწყვეტის შედეგად გამოუსადეგარი გახდა მაღაროში არსებული ლიფტები. სომა მდებარეობს იზმირიდან ჩრდილოაღმოსავლეთით, 120 კილომეტრში. 14 მაისს, გამთენიისას მაშველები ჟანგბადს ტუმბავდნენ მაღაროში გამომწყვდეულთათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაღაროელთა ოჯახების ათასობით წევრი ადგილობრივ საავადმყოფოსთან არის შეკრებილი ინფორმაციის მოლოდინში. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ავარიის დროს მიწისქვეშ იმყოფებოდა 787 მაღაროელი. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაპ ერდოანმა 14 მაისს ალბანეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და სომაში ჩასვლას გეგმავს.
XS
SM
MD
LG