Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამატორსკთან თავდასხმას ემსხვერპლა 7 უკრაინელი ჯარისკაცი


13 მაისს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებმა 7 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კრამატორსკის მისადგომებთან ჯავშანტექნიკის კოლონას თავს დაესხა 30 შეიარაღებული პირი. თავდამსხმელებმა გამოიყენეს ნაღმმტყორცნები და ავტომატური იარაღი. თავდაპირველად თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 6 დაღუპულისა და 8 დაჭრილის შესახებ. მოგვიანებით უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააზუსტა, რომ დაღუპულია შვიდი ჯარისკაცი. ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ, სამშაბათის თავდასხმა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა უკრაინის სამთავრობო ძალებისთვის ერთდროულად გაღებული მსხვერპლის რაოდენობის მხრივ. კრამატორსკის 13 მაისის ინციდენტამდე, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედროებს შორის მსხვერპლი 9 ადამიანი იყო.
XS
SM
MD
LG