Accessibility links

logo-print

ჰერმან ვან რუმპე თბილისში შეხვედრებს გამართავს


საქართველოში იმყოფება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე. 14 მაისს, დილით ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ჰერმან ვან რუმპე და ირაკლი ღარიბაშვილი ერთად წარდგებიან მედიის წინაშე. 11:30-ზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი სიტყვას წარმოთქვამს „ევროპის სახლში“. შუადღისას ჰერმან ვან რუმპე სამუშაო სადილზე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. საქართველოში ვიზიტამდე ჰერმან ვან რუმპე უკრაინასა და მოლდავეთში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG