Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 მაისს გამოცხადდება ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები


14 მაისს გამოცხადდება ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები. მეორე ტური მოსალოდნელია იმის გამო, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, პირველივე ტურში 50%-ზე მეტის მოპოვება ვერავინ შეძლო. აპრილში ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არასრული შედეგების თანახმად, 44,9%-ით ლიდერობს ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა. აბდულა იყო მრჩეველი და მეგობარი „ჩრდილოეთის ალიანსის“ ლიდერ აჰმად შაჰ მასუდისა, რომელიც „თალიბანს“ უპირისპირდებოდა და 2001 წლის სექტემბერში მოკლეს. წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს აბდულა ჰამიდ კარზაის ყველაზე ძლიერი კონკურტენტი იყო. არასრული შედეგების მიხედვით, აბდულას ყველაზე ახლოს მდგომი მეტოქეა აშრაფ ღანი აჰმადზაი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი - 31,5%-ით. მეორე ტურში აბდულას მოსალოდნელი წარმატება კიდევ უფრო გაამყარა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ზალმეი რასულის მიერ აბდულას კანდიდატურის მხარდაჭერამ.
XS
SM
MD
LG