Accessibility links

ნეთანიაჰუ: ირანი ბირთვულ ტექნოლოგიებს უზიარებს ჩრდილოეთ კორეას


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ და იარაღის ტექნოლოგიას უზიარებს ჩრდილოეთ კორეას. ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ინტერვიუ 14 მაისს გამოქვეყნდა იაპონურ გაზეთში, ამ ქვეყანაში მისი ვიზიტის წინ. ამ კვირაში ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანსა და მსოფლიოს ექვსეულს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე ხანგრძლივვადიანი შეთანხმების მისაღწევად. იაპონიის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა.
XS
SM
MD
LG