Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში იმართება მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკება


დღეს უკრაინაში გაიმართება მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკება მას შემდეგ, რაც წინა დღეს შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში მათზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად. მრგვალ მაგიდასთან იმსჯელებენ კონსტიტუციურ რეფორმასა და ეროვნული თანხმობის მიღწევის გზებზე, დაძაბულობის განმუხტვის მისაღწევად. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, პარლამენტის წევრები და რეგიონების ლიდერები, მაგრამ მოლაპარაკებას არ შეუერთდებიან რუსეთის მომხრე სეპარატისტების წარმომადგენლები. მოლაპარაკებას გაუძღვება გერმანელი დიპლომატი ვოლფგანგ იშინგერი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის შეფასებით, რომელიც მან დღეს გამოთქვა, მოლაპარაკება კიევში პროცესის მხოლოდ დასაწყისია.
XS
SM
MD
LG