Accessibility links

logo-print

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაათავისუფლეს საქართველოს 17 მოქალაქე


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაათავისუფლეს საქართველოს 17 მოქალაქე, რომელიც ბოლო პერიოდში დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, გათავისუფლებულებიდან 15 კაცი საჩხერის რაიონის მკვიდრია, ორი კი ხაშურის რაიონის. ეს პირები ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული, როცა საოკუპაციო ძალების წევრებმა დააკავეს. დაკავებულების გათავისუფლებას მიესალმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საგანგებო განცხადებაში გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში აღარ განმეორდება ასეთი ინციდენტები.
XS
SM
MD
LG