Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


ვენაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. მხარეები აპირებენ ტექსტის მომზადებას ხანგრძლივვადიანი შეთანხმებისათვის. ექვსეული, რომელშიც შედიან შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ირანისაგან მოითხოვს ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ჟენევაში მიღწეული დროებითი შეთანხმების საფუძველზე, ირანმა ექვსი თვით შეაჩერა ბირთვული პროგრამის ზოგი კომპონენტი, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ამ დროებითი შეთანხმების მოქმედების ვადა 20 ივლისს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG