Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანს საპროტესტო აქცია მოუწყეს ქალაქ სომაში, სადაც მაღაროელები დაიღუპნენ


თურქეთში პროტესტი გამოთქვეს ქალაქ სომაში, სადაც დღეს ჩავიდა პერმიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, სულ ცოტა, 238 მაღაროელის დაღუპვასთან დაკავშირებით. ეს მსხვერპლი მოჰყვა სომის ქვანახშირის მაღაროში 13 მაისს მომხდარ აფეთქებას. ბევრი დემონსტრანტის პროტესტი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორც იუწყებიან, ერდოანის ავტომანქანას წიხლს ურტყამდნენ და ქვებს უშენდნენ, ზოგი მას „მკვლელს“ და „ქურდს“ ეძახდა და ერდოანის გადადგომას მოითხოვდა. მანამდე ერდოანმა განაცხადა, რომ მაღაროში ავარიის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 238 ადამიანი და სავარაუდოდ მიწისქვეშ რჩება კიდევ 120 მაღაროელი. მაღაროში აფეთქების სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG