Accessibility links

logo-print

ავღანეთში გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება


ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გადადო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ჯერ არ მიუღიათ დასკვნა 5 აპრილის არჩევნებზე მომხდარი დარღვევების გამო შეტანილი საჩივრების შესახებ. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, ერთ-ორ დღეში გამოაცხადებენ. მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, რადგან, სავარაუდოდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, რაც აუცილებელია პირველივე ტურში გასამარჯვებლად. წინასწარი შედეგებით, მოპოვებული ხმების რაოდენობით ლიდერობს ავღანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აბდულა აბდულა.
XS
SM
MD
LG