Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როცა ალუბალი ყვავილობას დაასრულებს..."


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

"როცა ალუბალი ყვავილობას დაასრულებს,
როცა თეთრი კვირტი ვარდისფერს ჩაანაცვლებს,
როცა ბამბუკები სიმფონიას გუგუნებენ,
გაზაფხულის წვიმა ლოყებზე გუბეს დაგიყენებს....
ფერთა სიმრავლე ცხოვრებას გაგიხალისებს
ფოთლების ჩურჩული სულში ჩაგეღვრება
ბუნება დაგიძახებს...ტკივილს კი ეშინია
ტკივილს ეშინია, ტკივილს ეშინია....
მოდი!
წამოდი!
წამყევი ტყეში!
წამყევი,დამეხმარე გვირილებისგან გვირგვინი გავაკეთო,
ეცადე და ყვევილები დამიკრიფე,
პირობას გაძლევ, არასოდეს მივცემ მათ დაჭკნობის უფლებას...
როცა დაღამდება, მარტოც დავრჩები!
მას შემდეგ, რაც დიდი გოგო გავხდი სიბნელის აღარ მეშინია!
თუ არ გაწვიმდება გარეთაც დავიძინებ,
უკვე დავრწმუნდი,რომ ტკივილს მართლაც ეშინია!
თუ მაინც შემეშინდა მთვარეს ამოვეფარები,
მთვარე დამიცავს და არ დამრთავს ნებას უმწეო ბავშვივით ვიკანკალო,
აუცილებლად დავფიქრდები,იმაზე რომ მარტოობა ყველაფერს თავის კალაპოტში ჩააყენებს....
და აღარავითარი წყენა, სევდა, ცრემლები...ყველაფერი ეტაპობრივად გაქრება შენი ცხოვრებიდან (მერე ალბათ შენი ცხოვრებაც გაქრება)
თუ მარტო ვიქნები,როგორღა მატკენენ, ან მე როგორ "დავუშავებ" სხვებს?!
თუ მარტო ვიქნები, ვერავინ შეძლებს მომწვდეს და მთელი დღე გამიფუჭოს!
ხასიათი მომისპოს!
ბრალი დამდოს!
მერე მე ვინერვიულო!დამესიზმრა,რომ ეს დრო ახლოსაა....
დავუჯერებ სიზმარს და დაველოდები ბამბუკების ტყეს,
დაველოდები ფერადი ფოთლების ჩურჩულს,
მთვარეს და მარტოობას დაველოდები!"

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG