Accessibility links

logo-print

თურქეთის უმსხვილესმა პროფკავშირმა გამოაცხადა საყოველთაო გაფიცვა


თურქეთის უმსხვილესმა პროფესიულმა კავშირმა 15 მაისს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა დასაქმებულებს. ამის მიზეზი თურქეთის მაღაროში 13 მაისს მომხდარი აფეთქებაა, რასაც სულ ცოტა 274 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში ვნებათაღელვის ზრდა გამოიწვია იმანაც, რომ 15 მაისს გამთენიისას შესუსტდა მაღაროში ჩარჩენილი 120-მდე მაღაროელის გადარჩენის იმედი. 14 მაისს სომაში ავარიის ადგილის მონახულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი არ დაეთანხმა მომხდარის გამო მისი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. დაღუპულთა ახლობლები ერდოანის გადადგომას მოითხოვენ. ანკარასა და სტამბოლში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილის წინააღმდეგ. 14 მაისს ისინიც ერდოანის გადადგომას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG