Accessibility links

logo-print

გლობალურმა გამოკვლევამ გამოავლინა ანტი-სემიტური განწყობები


მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ანტი-სემიტური განწყობებით არის გამსჭვალული, - ასეთია გლობალური გამოკვლევის შედეგი, რომელიც „ანტი-ცილისმწამებლური ლიგის“ შეკვეთით ჩატარდა. გამოკითხული იყო 53100 ადამიანი 102 ქვეყანაში. გამოკითხულთა თითქმის ნახევარს არასდროს სმენია ჰოლოკოსტის შესახებ. გამოკვლევის ავტორები ზრდასრულ ადამიანებს ეკითხებოდნენ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ტრადიციული ანტი-სემიტური მოსაზრებები. ასეთებს შორის იყო მაგალითად ის, რომ ებრაელებს აქვთ ძალიან დიდი ზეგავლენა საერთაშორისო ბაზრებზე, გლობალურ მედიასა და აშშ-ის მთავრობაზე; აგრეთვე ის, რომ ებრაელებს „არ ადარდებთ რა ხდება სხვის თავს“ და ის, რომ „ებრაელების ბრალია მსოფლიოში მიმდინარე ომების უმრავლესობა“. გამოკვლევის ავტორები ჩამოთვლიდნენ სულ 11 სტერეოტიპს, რომელთაგან სულ ცოტა 6-ს რეალურად თვლის მსოფლიოში გამოკითხულთა 26%. გამოკვლევის თანახმად, ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი ებრაელებზე აღმოჩნდა ის, რომ ისინი უფრო ლოიალურები არიან ისრაელის მიმართ, ვიდრე იმ ქვეყნების მიმართ, სადაც ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG