Accessibility links

logo-print

ბრატისლავაში იხსნება უსაფრთხოების კონფერენცია - "გლობსექ-2014"


ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და ნატოს გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებენ უსაფრთხოების კონფერენციაში - „გლობსექ-2014“-ში, რომელიც 15 მაისს ბრატისლავაში იხსნება. სამდღიანი ღონისძიების დიდი ნაწილი დაეთმობა უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც უკრაინა-რუსეთის კრიზისმა შექმნა. ხუთშაბათის სხდომაზე პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის („ვიშეგრადის ოთხეული“) პრემიერ-მინისტრები იმსჯელებენ „კრიზისის დროს საერთო პლატფორმის ძიებაზე“. 15 მაისსვე დაგეგმილია ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლაც თემაზე - „დავდგეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად“. ბრატისლავის კონფერენციაზე დაგეგმილი იყო უკრაინის პრემიერ-მინისტრის გამოსვლაც, თუმცა, მან ვიზიტი გააუქმა.
XS
SM
MD
LG