Accessibility links

logo-print

ეუთო მიესალმება უკრაინაში მოლაპარაკებებს


ეუთო მიესალმა უკრაინაში პირველი ეროვნული დიალოგის დაწყებას საკონსტიტუციო რეფორმის და ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის შესახებ. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე ბურკჰალტერმა - რომელიც ამ ეტაპზე ეუთოს მორიგე თავმჯდომარეა - განაცხადა, კიევში 14 მაისს გამართულმა მრგვალმა მაგიდამ საშუალება შექმნა „კონსტრუქციული და ბევრი ძალის მომცველი დისკუსიისთვის და ტონალობა მისცა რეგიონებში მომავალში გასამართავ რაუნდებსო“. მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის ყოფილმა ლიდერებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა. თუმცა შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებიც აღმოსავლეთში შეიარაღებულ ამბოხებას აწყობენ. ბურკჰალტერმა იმედი გამოთქვა, რომ „ფართომასშტაბიანი ეროვნული დიალოგი“ პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ტურჩინოვის თანახმად, მთავრობა დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ არ აპირებს დაემორჩილოს პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების „შანტაჟს“. პარალელურად, სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობას, რომ მეამბოხეების წინააღმდეგ კრამატორსკთან მიმდინარეობს შეტევა.
XS
SM
MD
LG