Accessibility links

logo-print

თბილისი გმობს დონეცკსა და ლუგანსკში გამართულ რეფერენდუმს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „გმობს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ ე.წ. „რეფერენდუმს", რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს“. სამინისტროს მიერ 14 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამგვარი ნაბიჯები არ ემსახურება უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციას“. სამინისტრო „კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში არსებული მდგომარეობის დარეგულირების გზების მოძიებისაკენ“.
XS
SM
MD
LG