Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მისი აპარატის წარმომადგენლებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს


საქართველოს სახალხო დამცველი მისი აპარატის წარმომადგენლებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების თანამშრომლებმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართეს და საგამოძიებო ოთახში ჩაკეტეს. ნანუაშვილის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მისცეს საკანში პატიმრის დაუყოვნებლივ ნახვის უფლება, მე-7 და მე-15 დაწესებულებების ტერიტორიაზე შესვლისას კი დაჟინებით სთხოვდნენ მოეხსნათ მაჯის საათები, რომლებიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ. ომბუდსმენმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მიმართა, ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამის ზომებს მიმართოს. ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა კანონით ისჯება.
XS
SM
MD
LG