Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობა სეპარატისტების წინააღმდეგ წარმატებაზე იუწყება


უკრაინის მთავრობის განცხადებით, მისმა უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში გაანადგურეს ორი ბაზა, რომელსაც პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები იყენებდნენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა 15 მაისს განაცხადა, რომ წუხელ განადგურებულ იქნა სლავიანსკის ახლოს მდებარე მეამბოხეების ბაზა. მისი თქმით, ამ ქალაქში სამხედროები აკონტროლებენ ხუთი კილომეტრის რადიუსის ზონას სატელევიზიო ანძის გარშემო, რომელიც მანამდე სეპარატისტებს ჰქონდათ დაკავებული. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისმა ძალებმა ასევე გაანადგურეს მეამბოხეთა სამალავი იქვე ახლოს მდებარე ქალაქ კრამატორსკის გარეთ და სამი „ტერორისტი“ დააკავეს. ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მთავრობამ დაიწყო „ეროვნული დიალოგი“ კრიზისის დეესკალაციის მიზნით. მაგრამ სეპარატისტებს მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მთავრობა აცხადებს, რომ სეპარატისტებთან მოლაპარაკებას მათ განიარაღებამდე არ გამართავს. სეპარატისტები კი ამბობენ, რომ ჯერ მთავრობამ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები.
XS
SM
MD
LG